ლედი გაგამ სერიალისთვის – ,,უენსდეი” შექმნილი სიმღერის – The Dead Dance კლიპი წარადგინა. შავ-თეთრი მუსიკალური რგოლის რეჟისორი, ტიმ ბარტონია. ,,ნეტფლიქსის” მორიგი გახმაურებული სატელევიზიო შოუს დამდგმელიც, ეს უკანასკნელი გახლავთ.
ვიდეო ბარტონისთვის დამახასიათებლად გოთიკურ სტილშია გადაღებული და მასში არტისტს დამსხვრეული თოჯინის იმიჯი აქვს მორგებული. საუნდტრეკის ვიზუალური ნამუშევრისთვის თემატური ლოკაცია შეირჩა. კლიპი, რომელშიც მუსიკოსი ძველ, დასახიჩრებულ თოჯინებს აცოცხლებს მექსიკაში, იდუმალებით მოცულ მისტიურ, ,,თოჯინების კუნძულზე” გადაიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკალურ რგოლში უდავოდ თვალშისაცემია სერიალის მთავარი გმირის, უენსდეი ადამსის ცნობილი ცეკვის ილეთები, რომელთაც გაგა იმეორებს.
სიმღერა და მისი კლიპი, Wedensday-ის სიქუელის მეორე ნაწილთან ერთად გამოვიდა. ამასთან, ლედი გაგა სატელევიზიო შოუშიც გამოჩნდა და ეპიზოდური როლი შეასრულა.
საგულისხმოა, რომ შემსრულებლის ჩართვას სერიალში წინ უძღოდა ტრენდი, რომელიც მისი ჰიტის – Bloody Mary ფონზე ,,ტიკ-ტოკს” ვირუსულად მოედო. 2022 წელს, სატელევიზიო შოუს პირველ სეზონში ჯენა ორტეგას პერსონაჟის საკულტო ცეკვას პლატფორმის მომხმარებლებელმა სწორედ გაგას სიმღერა შეუთავსეს, რამაც როგორც მომღერლის, ასევე სერიალის შემქმნელების ყურადღება მიიპყრო და თანამშრომლობაც შედგა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ლედი გაგა მეშვიდე სტუდიური ალბომის – Mayhem მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეშია. ის 7 სექტემბერს The Mayhem Ball-ის კონცერტის პარალელურად, 5 წლის შემდეგ, MTV Video Music Awards-ზე იმღერებს.
ლედი გაგას ტურნე გრანდიოზულად გაიხსნა – ცნობილია, როდის დაიწყება The Meyhem Ball-ის ევროპული ნაწილი