LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“ – ბრუკლინში 43 წლის ქართველის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

1524
Untitled design (3)

ნიუ-იორკში დანით მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად, 43 წლის საქართველოს მოქალაქე, მამუკა ყულოშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილს 15-მდე ჭრილობა მისმა მეგობარმა, ასევე ქართველმა გიორგი ხაჯალიამ მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მამაკაცი თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ქართველები ბრუკლინში საერთო შენობაში ცხოვრობდნენ, ხოლო დანაშაული შენობის გარეთ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მეგობრები შენობის გარეთ სვამდნენ, რა დროსაც კამათი დაიწყეს:

„ხაჯალია საკუთარ ბინაში შევარდა, გამოიტანა დიდი სამზარეულოს დანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“, – იხსენებს თვითმხილველი.

მკვლელობას მამუკა ყულოშვილის ბიძაშვილი, მაია ყულოშვილი „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.

„შენ მხოლოდ ასეთი ლამაზი ღიმილები დაგვიტოვე მამუ, დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს ტელეფონში შენი ღიმილების და პოზიტივის კოლაჟი…რა მტკივნეულია შენი წარსულში მოხსენიება,“ – წერს გარდაცვლილის ნათესავი.

 

შენ მხოლოდ ასეთი ლამაზი ღიმილები დაგვიტოვე მამუ,
დარწმუნებული ვარ ყველას აქვს ტელეფონში შენი ღიმილების და პოზიტივის კოლაჟი…რა მტკივნეულია შენი წარსულში მოხსენიება????

Posted by მაია ყულოშვილი on კვირა, 24 სექტემბერი, 2023

 

ბრალდებული ხაჯალია, რომელსაც ბრუკლინის სასამართლომ 50 ათასი დოლარის ოდენობით გირაო დააკისრა, პატიმრობაში რჩება.

პოლიცია მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g