LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნას­ვამი ხა­ჟა­ლია აუ­შარ­და, მან­ქა­ნას აქ რა­ტომ აჩე­რე­ბო.. უგი­ნე­ბია, ამის შემ­დეგ მო­უ­ვი­დათ შეკამათება, მეგობრები არ ყოფილან“ – რას ჰყვება აშშ-ში სასტიკად მოკლული ქართველის მეუღლე

302
მამუკა ყულოშვილი

აშშ-ში სასტიკად მოკლული ქართველის მეუღლე, ნა­ნი­კო ჯე­რე­ნაშ­ვი­ლი მომხდარის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მისი ქმრის მეგობარი არ ყოფილა. კონფლიქტი კი მათ შორის, „საპაკინგე“ ადგილის გამო მოხდა.

აღნიშნულის თაობაზე ჯერენაშვილი „ტვ პირველს“ ესაუბრა და თქვა, რომ ბრალდებული მკვლელობის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო:

„ჩემი მე­უღ­ლე მუ­შა­ობ­და, დი­ლით მი­დი­ო­და, სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და. გი­ორ­გი ხა­ჟა­ლია მთე­ლი დღე და­წან­წა­ლებ­და ნას­ვა­მი ქუ­ჩა­ში…

კვი­რას სახ­ლში მი­სულს, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გი­ორ­გი ხა­ჟა­ლია აუ­შარ­და, მან­ქა­ნას აქ რა­ტომ აჩე­რე­ბო. მა­მუ­კას უთ­ქვამს, დაღ­ლი­ლი ვარ, დი­ლით ვი­სა­უბ­რო­თო. ამას და­უთ­რე­ვია, უგი­ნე­ბია, ამის შემ­დეგ მო­უ­ვი­დათ შე­კა­მა­თე­ბა.

მა­მუ­კა მკვლელ­თან არ მე­გობ­რობ­და, პი­რი­ქით. ხა­ჟა­ლი­ას მკვლე­ლის, ნარ­კო­მა­ნის ვი­ზუ­ა­ლი ჰქო­ნა, იმ სახ­ლის და­ტო­ვე­ბა­საც გეგ­მავ­და მა­მუ­კა, სა­დაც იყო“. – აღნიშნა გარდაცვლილის მეუღლემ, ნანიკო ჯერენაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში, კერძოდ კი ბრუკლინში, 43 წლის მამუკა ყულოშვილის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე, გიორგი ხაჟალია დააკავეს.

The New York Times-ის ცნობით, და­პი­რის­პი­რე­ბა ბრუკ­ლინ­ში, მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცე­ბი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ხოლო კონ­ფლიქ­ტამ­დე კორ­პუს­თან ალ­კოჰოლს სვამ­დნენ, რა დროსაც კამათი დაიწყეს.

ერ­თმა­ნეთს ჯერ სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ხოლო შემ­დეგ ხა­ჯა­ლი­ამ ყუ­ლოშ­ვილს ცივი ია­რა­ღით 15-მდე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ყუ­ლოშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს და მომ­ხდა­რი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მე­ზობ­ლე­ბი მე­დი­ას­თან ჰყვე­ბი­ან, რომ მა­მა­კა­ცებს შო­რის ხში­რად იყო კონ­ფლიქ­ტი. მე­დი­ის ცნო­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არც მოკ­ლულს და არც სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს მა­ნამ­დე კა­ნონ­თან პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნი­ათ.

 

 

magti 5g