LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანაკარგი და დანაკარგით გამოწვეულ მწუხარებასთან გამკლავება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

517
სოფო ბაკურაძე

დანაკარგი და დანაკარგით გამოწვეულ მწუხარებასთან გამკლავება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა სოფო ბაკურაძემ ისაუბრა. 

რა არის დანაკარგი?

დანაკარგი და მწუხარება ეს ისეთი რამაა, რასთანაც გვინდა თუ არ გვინდა სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე ადამიანებს აუცილებლად გვიწევს შეხება. ეს შეიძლება იყოს როგორც სამსახურის დაკარგვა, ასევე საყვარელ ადამიანთან მტკივნეული დაშორება ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება.

ყოველი დანაკარგი არღვევს ჩვენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გვაიძულებს რეალობას ახალი თვალით შევხედოთ.

რატომ ვგრძნობთ მწუხარებას?

მწუხარება არის ბუნებრივი პასუხი დანაკარგზე. ის არ ნიშნავს სისუსტეს, პირიქით ეს არის ჩვენი ფსიქიკის მცდელობა შეგვაგუოს ახალ რეალობას.

ყველა ადამიანი ერთნაირად გადის მწუხარებას?

არა, არსებობს ხუთი ცნობილი ეტაპი (უარყოფა, მრისხანება, ვაჭრობა, დეპრესია და მიღება) თუმცა ეს ფაზები თავის შიგნით კიდევ მრავალ კატეგორიებად იშლება. განსხვავდებიან ერთმანეთისგან თითოეულ მათგანი მნიშვნელოვანია და თავისი ნიუანსებით ხასიათდება. ამ ფაზების გავლას 12-დან 18 თვემდე სჭირდება. ითვლება რომ თითოეული ფაზის დასაძლევად ადამიანს 60 დღემდე დრო სჭირდება, თუმცა არც ესაა მათემატიკური სიზუსტე. იმიტომ რომ ადამიანების ინდივიდუალურები ვართ. მსმენელმა მინდა იცოდეს რომ ეს სტადიები შესაძლოა ასე თანმიმდევრულად მიდიოდეს და შესაძლოა რომელიღაც ფაზაში მეტად ვყოვნდებოდეთ, რომელიმეს ვახტებოდეთ და მერე ვუბრუნდებოდეთ. მთავარი ისაა, რომ ყველა ემოცია ნორმალურია.

გლოვის ფაზები ეს ჩვენი ფსიქიკის დამცავი მექანიზმებია და საჭიროა იმისთვის რომ ადამიანმა შეძლოს მიიღოს ეს დანაკარგი და შეეგუოს მას. ძალიან ხშირად მწუხარებაში მყოფ ადამიანს გარშემომყოფები მოუწოდებენ რომ თავი ხელში აიყვანოს, არ იტიროს, გამაგრდეს. ჰგონიათ რომ ამით უფრო მალე გამოიყვანენ მას მდგომარეობიდან.

ფიზიკურადაც შეიძლება მწუხარება იგრძნოს ადამიანმა?

დიახ, ტკივილი მხოლოდ ემოციური არ არის, შეიძლება დაირღვეს ძილი, მადა, სისუსტე დაა ა.შ. გაჩნდეს სხვადასხვა ტიპის ფიზიკური ჩივილები თავი იჩინოს სხვადასხვა ფიზიკურმა დაავადებებმა.

ასევე ფსიქოლოგები გამოყოფენ მწუხარების ორნაირ სიტუაციას:

  1. მოსალოდნელი;
  2. როცა მწუხარება მოულოდნელად გვატყდება თავს

პირველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც დანაკარგის მოლოდინშია მორალურად ემზადება სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, რის შედეგადაც პირველ ფაზებს შედარებით მომზადებული ხვდება.

მეორე შემთხვევაში, როგორც წესი ეს მოულოდნელი სიტუაციებითაა გამოწვეული და ადამიანი მას ყოველგვარი მომზადების გარეშე ხვდება, რაც კიდე უფრო მეტად ართულებს განცდებს.

თითოეული ადამიანი თავისებურად უმკლავდება ამ კრიზისს და მასთან გამკლავების თავისებურ ხერხებს ავლენს. რაც ერთი შეხედვით შესაძლოა სხვისთვის გაუგებარი საქციელიც აღმოჩნდეს.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ემოციურ მდგრადობაზე, ასევე ადამიანის სოციალურ მდგომარეობასა და სტატუსზეც. წინასწარ იმის განსაზღვრა, როგორი იქნება ამა თუ იმ ადამიანის რეაქცია რთულია.

ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მხარდაჭერა. ეს შეიძლება იყოს ოჯახი, მეგობრები, პროფესიონალი. მაგრამ ზოგჯერ საკმარისია ერთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ მოგისმენს, იქნება შენი რთული ემოციების უტყვი დამტევი თავის შიგნით და არ გეტყვის „თავი ხელში აიყვანე“, „გამაგრდი“.

რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს რიტუალებს?

ადამიანების ისტორია სავსეა სხვადასხვა რიტუალებით, რომლებიც მწუხარებასთან გამკლავებაში გვეხმარება. ჩვენს კულტურალურ გარემოში ესაა პანაშვიდები დაკრძალვის ცერემონიალი სამგლოვიარო ტრადიციები, ლოცვები. მათი ფუნქციაა ემოციის დამუშავება დანაკარგის აღიარება, იმის რწმენა რომ საყვარელი ადამიანისთვის რაღაც ღირებულს და მნიშვნელოვანს აკეთებ, ასევე ეს რიტუალები გვახსენებს რომ ჩვენ ჩვენს ტკივილში არ ვართ მარტო.

შეიძლება მწუხარებამ რაიმე დადებითი დატოვოს?

დანაკარგი ვერასოდეს იქნება კარგი, მაგრამ მას შეუძლია მოგვცეს ძალა. როცა გავდივართ ამ გზას, ხშირად უფრო მეტად ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, ვხვდებით რომ დრო შეზღუდულია და ვცდილობთ მცირე დროში მოვასწროთ და გავაკეთოთ რაიმე ღირებული, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის ან თუნდაც ჩვენი გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად. უფრო გულწრფელად ვიცხოვროთ.

ეს არის ტკივილიანი გზა, მაგრამ გარდამქმნელი გზა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა სხვადასხვა დროს უნდა გაიაროს და მისი გავლის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა ადამიანი ვხდებით.

magti 5g