დანიამ გადაწყვიტა წიგნები გააიაფოს. ამისათვის ქვეყანაში სრულად გააუქმებენ წიგნებზე დაწესებულ დამატებით გადასახადს, წერს The Guardian.
დანიელები წიგნებზე მსოფლიოში ყველაზე მაღალ გადასახადს – 25% იხდიდნენ. ამის გამო წიგნები ძვირი ღირდა და ხალხმა კითხვას მოუკლო. მთავრობა იმედოვნებს, რომ გადასახადის გაუქმება ვითარებას გამოასწორებს.
ეს ერთადერთი ნაბიჯი არ არის – ხელისუფლებამ უკვე გამოყო დამატებითი თანხები ბიბლიოთეკებისთვის, რათა მათ უფრო აქტიურად იმუშაონ სკოლებთან და ბავშვებს კითხვა შეაყვარონ.
დანიელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე პირობა დადეს, რომ ყურადღებით გააკონტროლებენ გამომცემლებს, რათა ფასები ნამდვილად შემცირდეს და სიახლე მოგების გაზრდის მიზნით არ იქნეს გამოყენებული.
კანონის მიღების მთავარი მიზანია, რომ წიგნების შეძენა ყველას შეეძლოს.