დანიის მთავრობის გადაწყვეტილებით 15 წლამდე ბავშვებს შესაძლოა სოც-ქსელებთან წვდომა შეეზღუდოთ. ამის შესახებ the Guardian წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აზუსტებს, აკრძალვა რამდენიმე მედიაპლატფორმას მოიცავს. თუ რომელ სოციალურ მედიაზეა კონკრეტულად საუბარი არ ზუსტდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მშობლებს საშუალება ექნებათ შვილებს ასეთი ნებართვა მისცენ, მხოლოდ 13 წლის ასაკიდან.
პრემიერმა კოლეგებს ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ევროკავშირსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს კი მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაცია სთხოვა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის აზრს დანიის მოქალაქეებიც იზიარებენ და გასულ წელს სოც-ქსელების აკრძალვას მხარი 50 ათასმა ადამიანმა დაუჭირა.
ფრედერიქსენს კი დიდი იმედი აქვს, რომ შეზღუდვა ძალაში მომავალი წლიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აკრძალვის შემოღება სურთ ავსტრალიაში, სადაც Facebook, Snapchat, TikTok და YouTube – 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეიზღუდება. მსგავს ნაბიჯს გადადგამს ნორვეგიაც, სადაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის გამოყენებაზე მკაცრ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს დააწესებს – 15 წელს, ამჟამად დაწესებული 13 წლის ნაცვლად.