LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ელექტროქარებს უფრო ხშირად ყიდულობენ, ვიდრე ბენზინის ან დიზელის ავტომობილებს

113
michael-fousert-yhxlyjylr3c-unsp

დანიაში ახალი ავტომობილების ნახევარზე მეტი – ელექტროქარია. „ელემენტიანი“ მანქანების გაყიდვებმა ბენზინის და დიზელის ავტომობილების გაყიდვებს პირველად გადააჭარბა. ასეთი მონაცემები ავტომობილთა იმპორტიორთა ასოციაციამ mobility Denmark-მა გაავრცელა.

ექსპერტთა გამოთვლით 2024 წელს ელექტრომობილებმა დანიაში მთელი გაყიდვების 51,1% შეადგინა. Mobility Denmark-ის პროგნოზით 2025 წელს ეს ციფრი 70-75%-ს მიაღწევს.
ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ელექტრომობილები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადონ. მაგალითად, ასეთი ავტომობილების მეპატრონეებს რეგისტრაციის გადასახადზე ფასდაკლებას უკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ჰაერის დაბინძურებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სწორედ მანქანებზე მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები