2024 წელს დანიაში ისევ არც ერთი ბანკი არ გაუძარცვავთ. Danish news-ის ინფორმაციით, ეს უკვე ქვეყნისთვის მესამე წელია ამ დანაშაულის გარეშე.
ბანკის თანამშრომელთა აზრით, დანიელები სულ უფრო და უფრო მეტად იყენებენ საბანკო ბარათებს და ონლაინ-გადახდებს, რის გამოც ბანკები ქურდების თვალში მიმზიდველობას კარგავენ. ჯერ კიდევ 2015 წელს დანიის ხელისუფლებამ გამყიდველებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და საბარათე სისტემაზე გადასვლა შესთავაზა. მაშინ დანიამ გადაწყვიტა, რომ გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კუპიურები საერთოდ გაქრება.
ბანკომატების გატეხის მცდელობებიც პრაქტიკულად მინიმუმამდეა დასული: 2024 წელს მხოლოდ ერთი ასეთი წარუმატებელი შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ 2000 წელს დანიაში 221 ბანკი გატეხეს, 2017 წლიდან მათი რიცხვი მკვეთრად იკლებს და 2022 წელს საერთოდ 0-ს უტოლდება.