LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ზედმეტად ცხარე საკვები აკრძალეს

134
spicy-ramen-CLEAN-GETTY

დანიაში აღარ გაიყიდება ექსტრემალურად მწარე კორეული ლაფშა ან სხვა ცხარე საკვები. ამის შესახებ the Conversation წერს.

დანიური მაღაზიების დახლებიდან უკვე გაქრა ბრენდი Samyang-ის სამი სახეობის ლაფშა.

სანიტარიული ზედამხედველობისა და საკვები პროდუქტების ხარისხის მართვის ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, ამ ლაფშაში დიდი რაოდენობით კაპსაცინია.

კაპსაცინი – ეს არის ნივთიერება, რომელიც წიწაკას სიმწარეს აძლევს. დიდი რაოდენობით ის შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში იყოს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. კამპსაცინთან ურთიერთქმედების დროს ნეირონები ტვინში სიგნალს გზავნიან იმის შესახებ, რომ ადამიანი დაიწვა. ტვინის რეაქციაც შესაბამისია და გულის ცემა ხშირდება, იზრდება ოფლისა და ენდორფინების გამოყოფა.

საინტერესოა, რომ იმავე მიზეზის გამო დანიის მაღაზიები მსოფლიოში ყველაზე ცხარე ჩიფს „Hot Chip Challenge“-საც აღარ გაყიდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები