LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით დიდი იმედი გააჩინა რომ, შესაძლებელია შეთანხმება შედგეს: გიგი წერეთელი

70
a73335b

“ევროპული საქართველოს”ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, “დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით დიდი იმედი გააჩინა რომ, შესაძლებელია შეთანხმება შედგეს”.

ის კრისტიან დანიელსონის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც “კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი”, წერეთელის განცხადებით, “ეს ქრესტომათიული სიმართლეა”, რადგან “დიპლომატია და პოლიტიკა სწორედ ამით ხასიათდება, რომ საჭირო დროს საჭირო კომპრომისები უნდა გაკეთდეს”.

„პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომელიც ჯიუტად აცხადებს, რომ არის საკითხები, რომლებზეც არ ისაუბრებენ. ეს სწორედ ის მთავარი საკითხებია, რომლებიც ეხება პოლიტპატიმრების საკითხს და ვადამდელ არჩევნებს. ამიტომ, თუ ამ მიმართულებით ხელისუფლებაში არის კომპრომისის მზაობა, ოპოზიციაში არის ამის მზადყოფნა. ვხედავთ, რომ ოპოზიცია დიალოგში აქტიურად მონაწილეობს, დამატებით ბარიერებს არ ქმნის, მაგრამ სწორედ იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც კრიზისის განმუხტვისთვის მთავარ საკითხებად მიაჩნია, სწორედ აქ უნდა დაახლოვდეს პოზიციები და აქ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. რამდენიმე ტიპის კომპრომისზე შეიძლება ვისაუბროთ.

ვფიქრობ, ზოგადად, დიალოგში ოპოზიციის მონაწილეობა სწორი ნაბიჯია, გარდა ამისა, არანაირი აქციები არ ყოფილა. ოპოზიციას შეთავაზებული აქვს, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ პლებისციტის გზით წავიდეთ, როგორც კომპრომისული ვარიანტი. რა კომპრომისი უნდა იყოს იმაზე, რომ მელია და სხვა პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ნამდვილად გაუგებარია. ძალიან მკაფიოდ ითქვა ყველგან, სენატში განხილვაზეც, რომ განსაკუთრებით რაც პატიმრების საკითხს შეეხება, რამდენი ხანიც ეს ადამიანები საპატიმროში არიან, ქვეყანა მით მეტად ზარალდება“, – განაცხადა წერეთელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა. კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს. ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

magti 5g