LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელსონმა მითხრა: “უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან“ – სალომე სამადაშვილი

73
salome-samadashvili

სალომე სამადაშვილი კრისტიან დანიელსონთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური შეთანხმების პროცესი ძალიან რთული იყო.

ამის შესახებ სამადაშვილმა “პალიტრანიუსთან” ისაუბრა.

„ძალიან მძიმე საკითხია და მე შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ ძალიან რთული პროცესი იყო ეს პოლიტიკური შეთანხმება. დანიელსონი როცა ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ რაუნდზე, ცალკე შეხვედრაზე მითხრა, რომ უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან. ანუ ორივე მხარეს მოუწევს, რომ სისხლი დაასხას ამ დოკუმენტს საბოლოოდ, რომელიც დაიდება. ასეა, შეთანხმება არის საბოლოო ჯამში კომპრომისი. მე მინდა ვთქვა და მე თუ გახსოვთ, იმთავითვე ვთქვი, პირველივე დღეს, შეგიძლია მოიძიოთ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს ჩემი კომენტარი, რომ ეს ამნისტიის შემოთავაზება არ იქნება მარტივი საკითხი და ყველას გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, ამ ამნისტიის ფარგლებშიც რაღაც მიიღოს, რადგან ესეც გასაგებია. „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრება, ჩვენ ვესაუბრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს და ეს ხელშეკრულება რაღაცნაირად ორივე მხარეს უნდა მიჰყიდოს. თუმცა ერთი რამ არის გაუგებარი ჩემთვის, პოლიტიკურად „ქართულ ოცნებას“ რაში სჭირდება, რომ პოლიციელების საკითხის პედალირება გააკეთოს, მაგრამ ფორმულირება საბოლოდ არის შემდგომი რომ ვის წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე, შეეხება ამნისტია მხოლოდ მათ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები