LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიის ეროვნულ პარკში ცხოველებს თერმული კამერებით დააკვირდებიან

105
Screenshot 2025-07-09 114137

დანიის ეროვნულ პარკში ცხოველებზე დაკვირვების ახალი, მაღალტექნოლოგიური მეთოდი დანერგეს. სპეციალისტები იყენებენ თერმული კამერებით აღჭურვილ დრონებს, რათა შინაური თუ გარეული ცხოველები უკეთ დაიცვან უზარმაზარ ტერიტორიებზე, წერს mdpi.

ახალი მეთოდი გადაჭრის მთავარ პრობლემას – ცხოველების პოვნას ტყეებსა და მინდვრებში, რომელთა ფართობი 800 ჰექტარს აღემატება. თერმული კამერები იდეალურად აფიქსირებენ ცხოველებს ყველაზე გაუვალ ტყე-ღრეშიც კი – განსაკუთრებით ეფექტურია მათი მუშაობა დილით, როცა ტემპერატურული კონტრასტი მეტია.

დრონები ცხოველებთან უსაფრთხო მანძილზე მიფრინავენ, რათა ისინი არ შეაწუხონ.
დანიის ეროვნული პარკი იქნება პირველი ნაკრძალი, სადაც ასეთი მეთოდი დაინერგა.

სპეციალისტები გეგმავენ, რომ 2030 წლისთვის მსგავსი სისტემა კიდევ 21 პარკში განავრცონ.
დამკვირვებლები მუდმივად შეაფასებენ ცხოველთა ჯანმრთელობას – თვალს ადევნებენ წონას, ქცევას და სტრესის ან ავადმყოფობის ნიშნებს. თუ ზამთარში პარკის ბინადრებს საკვები არ ეყოფათ, დროებით დამატებით კვებაზეც გადაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები