LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიური სასმელები მალე სრულიად საქართველოს მასშტაბით გაიყიდება

141

დანიური სასმელები მალე სრულიად საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. კომპანია ”კრისტალი” ჩვენს ქვეყანაში გერმანული და დანიური ორიგინალი სასმელების იმპორტს ახორციელებს. ამ ეტაპზე ”კრისტალს” დანიიდან ენერგეტიკული სასმელები და საბავშვო წვენები ჩამოაქვს, გერმანიიდან კი – ლუდი.

როგორც ”ფორტუნას” ”კრისტალის” გაყიდვების სამსახურის უფროსმა, დავით თავართქილაძემ განუცხადა, პროდუქციის ღირებულება მის ხარისხთან შედარებით გაცილებით დაბალია.

”ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია, რომ ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებულნი. ამჟამად გერმანიიდან ლუდის 8 სახეობა ჩამოგვაქვს, დანიიდან კი საბავშვო, ნატურალური წვენების 5 სახეობა და 4 სხვადასხვა სახეობის ენერგეტიკული სასმელი, მათ შორის ძალიან ცნობილი X RAY”, – განმარტა თავართქილაძემ. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ”კრისტალში” გერმანიიდან ლუდების ახალი პარტიის ჩამოსვლას ელიან.

რაც შეეხება სასმელები გავრცელების არეალს- ”კრისტალის” მიერ იმპორტირებული პროდუქცია თბილისში ”სპარისა” და ”ფუდმარტის” ქსელში იყიდება, რეგიონებში კი – აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთის სავაჭრო ობიექტებში. ახლო მომავალში ”კრისტალი” სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებასა და აღმოსავლეთ საქართველოს ათვისებასაც გეგმავს.

ცნობისთვის, შპს ”კრისტალი” 2016 წლის მაისში დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტი წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები