ონლაინ აუქციონზე eBay გაჩნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გასაყიდად 1976 წლის Porsche 911 2.7S გაიტანეს. მისი ძარა ობით, წყალმცენარეებითა და გაურკვეველი ორგანული წარმონაქმნებით არის დაფარული. გამყიდველი ავტომობილს „შოუ ქარს“ უწოდებს. ამ მომენტისთვის Porsche-ს ფასი 19 000 დოლარია.
ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ Porsche-მ უმოძრაოდ მთელი 20 წელი გაატარა. 1997 წელს ყოფილმა მფლობელმა Boxster შეიძინა, 911 კი გადახურულ ადგილზე დააყენა, საიდანაც წყალი წვეთავდა. სალონში 1997 წლის 26 ოქტომებრს გამოსული გაუხსნელი გაზეთიც კია შემორჩენილი.
911-ის საერთო გარბენი 201 548 კილომეტრია. სპორტქარის აღჭურვილობათა ჩამონათვალში შედის ქრომ-პაკეტი, წინა სპოილერი, კონდინციონერი, Blaupunkt-ის მაგნიტოლა და საქაღალდე.
გამყიდველს იმედი აქვს, რომ ახალი მფლობელი, ნაცვლად გასუფთავებისა, ელეგანტურობის კონკურსზე და სხვადასხვა გამოფენაზე სწორედ ამ სახით წარადგენს მას.