LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ახმეტაში – სამოქალაქო აქტივისტებმა “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტეს

106
BeFunky-collage (4)

ახმეტაში, „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რასაც პარტიის მომხრეებთან დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ ქალაქში, სადაც დაიბადა გიორგი ანწუხელიძე, – საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც 2008 წლის ომში მოკლეს, – დაუშვებელია, რუსეთისგან დაფინანსებული, პრო-რუსული ორგანიზაციის ოფისი ფუნქციონირებდეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მათე წვერაძის თქმით, პროტესტის ასეთი ფორმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იქამდე გაგრძელდება, სანამ “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისები საერთოდ არ დაიხურება.

მედიაში გავრცელებული ცნობით, ოფისთან პარტიის მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს და პოლიციამ ორი ადამიანი გაიყვანა.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g