სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან შეუძლოდ გახდა. ის პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვდა, რაზეც უარია მიიღო. მაჩალიკაშვილი პარლამენტის უკანა შესასვლელთან რამდენჯერმე წაიქცა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილზე საშვი ოფიციალურად ოპოზიციის წამორმადგენელმა, თინა ბოკუჩავამ დაუშვა. მაჩალიკაშვილს ბრიფინგის ჩატარება სურდა, საიდანაც პარლამეტის წერვებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავდა. მისი თქმით, თუ კომისიის წევრები 1 პროცენტს მაინც გამოიძიებენ მისი შვილის საქმეზე, უკვე ბევრ რამეს აეხდება ფარდა.
