LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაქოცნაცებულები ვართ, უმიშაობა არის უმუშაობა, გვინდა ევროპა, თუ რა ჯანდაბა გვინდა!” – კოტე ყუბანეიშვილი

4484
კოტე ყუბანეიშვილი

“მეტი სატანა შეუძლებელია” – ამის შესახებ პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა დღეს, მოქალაქეების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოხატოს სურვილი – სურს თუ არა ევროინტეგრაცია.

“საქართველოში ევროპულ გზას საფრთხე ემუქრება, ქვეყანას ახალი მონღოლები ემუქრებიან” – 5 ივნისს აქცია “ერთად ევროპისკენ” გაიმართება

ყუბანეიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს.

კოტე ყუბანეიშვილმა დღეს ასევე აღნიშნა, რომ “ქართველების ევროპელობა მიშაზე გადის და ქვეყნის გაერთიანებაც მიშაზე გადის”:

“დღეს თუ ვინმეს კიდევ ახსნა სჭირდება, თუ რატომ უნდა მოვიდეს და იდგეს აქ, თუ რატომ უნდა მოსწონდეს როტერდამი და არა ხაბაროვსკი, თუ ამის ახსნა არის საჭირო… არ ვიცი.

დღეს ვინც რუსულ ინტერესს ატარებს… აქ ხომ თუ “ქოცი” არ ხარ, “ნაცი” ხარ და თუ “ნაცი” არ ხარ, “ქოცი” ხარ – “დაქოცნაცებულები ვართ”, ამიტომ ვამბობ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ვისაც უნდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება – დაბრუნდეს.

ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ თურმე უფრო მეტია ის ხალხი, ვისაც ხაბაროვსკსა და მოსკოვში ყოფნა უნდა? მე რუსულად აღარ ვწერ, რუს ახლობლებს აღარ ველაპარაკები. რუსეთი უკვე დამარცხდა და ვეღარასდროს ვეღარ იქნება ისეთი.

დღეს თუ ვინმეს აქ დგომა და სახლიდან გამოსვლა ეზარება – “აბა ომი გინდა? აბა მიშა გინდა?” ჯერ ერთი, ჩვენი ევროპელობა მიშაზე გადის და ჩვენი გაერთიანებაც მიშაზე გადის. მე მიშა კი არ დამყოლია და ჩემს მეტი არავინ იყო, ვინც კიოდა? უმიშაობა არის უმუშაობა.

დღეს ჩვენ გვინდა ევროპა თუ არ გვინდა? თუ რა ჯანდაბა გვინდა”, – განაცხადა ყუბანეიშვილმა.

შეგახსენებთ, 5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება აქცია სახელწოდებით “ერთად ევროპისკენ”.

აქციის შესახებ ორგანიზატორებმა დღეს, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ იწვევენ ყველას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია.

დღესვე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეებმა საკუთარი სურვილი – შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს – ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით დაადასტურეს, დროშა კი ბრიუსელში გაიგზავნება.

ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან მოსწონს ევროპა, განათლების მისაღებად შვილებსაც იქ აგზავნიან, რუსეთში არავის გაუგზავნია იმიტომ, რომ იციან, რუსეთი არ ვარგა: იულონ გაგოშიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g