LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დარბოდნენ აქ დიდი შერლოკ ჰოლმსებივით…ეს არის სიდებილე”: მირიან ნიკოლაძის საპასუხო ექსპერიმენტი ნიკა გვარამიას [ვიდეო]

4284
BeFunky-collage (4)

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ნიკა გვარამიასა და ელისო კილაძის საგამოძიებო ექსპერიმენტს საპასუხო ექსპერიმენტით უპასუხა.

მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ეს ჟურნალისტური გამოძიება არასერიოზულია.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან ერთად შაქარაშვილის ბიძა შემთხვევის ადგილზე მივიდა და მომხდარის შესაძლო ვერსიაზე ისაუბრა.

„თქვენ უყურებთ გადაცემებს, უყურებთ არაერთ არასერიოზულ ვერსიას იმ თავგამოდებული ხალხის, რომლებიც ვითომ რაღაცას იძიებენ. ნახეთ, რომ დარბოდნენ აქ დიდი შერლოკ ჰოლმსებივით, შევიდნენ შენობაში, რომელშიც უკვე ქუჩის ძაღლიც აღარ შედის, იმიტომ რომ ყველა ნამყოფია ვისაც არ ეზარებოდა და შიგნით არაფერი არ ხდება. ყველაზე საინტერესო ისაა, აქ რომ ადამიანი მოვა და იქ არ ჩავა რასაც მე თქვენ გაჩვენებთ და იმ ვერსიას არ გამორიცხავს, იმას საერთოდ გამოძიებაზე როგორ უნდა ილაპარაკოს. მაპატიეთ და ეს არის სიდებილე…“,-ამბობს მირიან ნიკოლაძე ჟურნალისტთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები