LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩებიან თუ არა ღარიბი სახელმწიფოები ვაქცინაციის გარეშე: ორგანიზაციები ფარმაცევტულ კომპანიებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებენ

129
12345

თუ სახელმწიფოები და ფარმაცევტული ინდუსტრიები არ მიიღებენ საჭირო ზომებს, სულ მცირე 67 ღარიბი ქვეყნის მოსახლეობა ვერ ჩაერთვება ვაქცინაციის ეფექტიან პროგრამაში.

მონაცემები საგანგაშოა, მაშინ, როდესაც განვითარებული სახელმწიფო შეძლებს 5-ჯერ აცრას საკუთარი მოსახლეობა, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კენია, მიანმარი, ნიგერია და პაკისტანი, ათი ადამიანიდან მხოლოდ ერთს ჩაუტარდება ვაქცინაცია, ისიც მხოლოდ ერთჯერადად.

Al Jazeera წერს, რომ  მომავალ წელს, ღარიბი ქვეყნები დარჩებიან ვაქცინის გარეშე, რადგან განვითარებულმა სახელმწიფოებმა უკვე მოიმარაგეს ან შეუკვეთეს მისი გარკვეული რაოდენობა.

სამედიცინო არასამთავრობო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” (MSF) მოუწოდებს ფარმაცევტულ კომპანიებს “ფაიზერსა” და “მოდერნას”, გაზარდონ ვაქცინის დოზების წარმოება და რაც შეიძლება სწრაფად გახადონ ხელმისაწვდომი ღარიბი ქვეყნებისთვისაც.

გამაფრთხილებელ ანგარიშს აქვეყნებს ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიაც”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის თითქმის 90% დარჩება ვაქცინაციის გარეშე. ამ დროს, განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ მარაგი, რომელიც საკმარისია ერთ ადამიანზე სამჯერადი აცრისთვის.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ, ასევე ავტრალიამ და ახალმა ზელანდიამ უკვე შეიძინა ყველაზე პერსპექტიული ვაქცინების მთლიანი მარაგის 53 %.

“ვაქცინების დაგროვება და ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოებისთვის მისი შეზღუდვა, ძირს უთხრის გლობალურ მცდელობებს, რომ ყველგან, ყველა იყოს დაცული კოვიდ 19-სგან”, – აღნიშნავს “საერთაშორისო ამნისტიის” ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობის ხელმძღვანელი სტივ კოკბერნი.

მისივე თქმით, “მდიდარ ქვეყნებს აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის მკაფიო ვალდებულებები, არა მხოლოდ თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვაქცინების ხელმისაწვდომობას ყველასთვის, არამედ ითანამშრომლონ და დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვისაც ეს სჭირდება”.

ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ ეს მიდგომა მალე არ შეიცვლება, მილიარდობით ადამიანი ვერ მიიღებს უსაფრთხო და ეფექტიან კოვიდვაქცინას წლების განმავლობაში.

100 მილიონი ვაქცინა – ჯო ბაიდენი პირველი 100 დღის პრიორიტეტებს ასახელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები