LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

64

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, დარიალის ხეობაში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

მათივე ინფორმაციით, დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.