LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს: შალვა პაპუაშვილი

84
შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ “ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს იმიტომ, რომ ისინი არჩევნების გზით ძალაუფლებას ვერ იღებენ”.

მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მოქალაქეების იმედი არ აქვთ და “ერთადერთ იმედად ქვეყანაში ბუნტის მოწყობა რჩებათ”.

ლოგიკურია, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს იმიტომ, რომ მოქალაქეების იმედი არ აქვთ, არჩევნების იმედი არ აქვთ. მათი ერთადერთი იმედია, რომ იქნებ რამენაირად ბუნტი გამოიწვიონ ამ ქვეყანაში. მათ დემოკრატია საერთოდ არ აინტერესებთ. დააკვირდით 2012 წლიდან მოყოლებული მათ პოლიტიკურ გზას. ეს იყო ბოიკოტის გზა ყოველთვის, ეს იყო არჩევნების არაღიარება – არცერთი არჩევნები არ უღიარებიათ. 2012 წლის არჩევნებს დღემდე არ აღიარებენ და ამბობენ, რომ რუსული პროექტიაო. არც 2016 წლის არჩევნები აღიარეს და წინა პარლამენტში ნახევარი დრო ბოიკოტში გაატარეს. მათ არ აინტერესებთ ქართველი ამომრჩევლის ნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფს აინტერესებს ძალაუფლება. ახლა ერთადერთი საკითხი პატარა პარტიებია, ისინი მთლიანად შეეწოვებიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რამენაირად გამოაჩენენ, რომ მხრებზე საკუთარი თავი ადგათ. ბოიკოტი გამორიცხული კი არა, მოსალოდნელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ არჩევნები არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ ძალაუფლება და ცდილობენ, რომ ამას არადემოკრატიული გზით მიაღწიონ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

mazda magti 5g