უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი „დარწმუნებულია, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება“. როგორც ISLND TV-სთან ინტერვიუში დანილოვმა განაცხადა, რუსეთი თავისი დამპყრობლური ამბიციებით უკრაინაზე არ გაჩერდება. ამიტომ, სხვა ქვეყნები უკვე უნდა მოემზადონ პუტინის მოახლოებული თავდასხმისთვის.
მისი თქმით, ასეთი დასკვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მორიგი განცხადების შემდეგ გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება. კიდევ ბევრი რამ იქნება. ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან. მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო“, – განაცხადა დანილოვმა.
ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება: ოლაფ შოლცი