რუმინული ენა დამწყებებისთვის ყველაზე ბიუჯეტური ენაა. იმისათვის, რომ ამ ენაზე თავისუფლად ისაუბროთ დაახლოებით 14 270 ევროს დახარჯვა მოგიწევთ. ამის შესახებ ნათქვამია საგანმანათლებლო ონლაი-პლატფრომის Internet of Learning-ის უახლეს კვლევაში.
ექსპერტთა შეფასებით, რუმინული ენის შესწავლას 600 საათი დასჭირდება და ერთ საათის ღირებულება 23,79 ევროს შეადგენს. ზოგიერთი გაკვეთილი შესაძლოა მხოლოდ 7 ევროც ღირდეს, რაც 50 წუთიან სასწავლო პროცესს მოიცავს. შედარებით გამოცდილ რეპეტიტორებს საათში 32,65 ევროს აღებაც შეუძლიათ.
საინტერესოა, რომ მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ადამიანია რუმინული ენის მატარებელი. დამატებით კიდევ 4 მილიონი ადამიანი რუმინულს მეორე ენად იყენებს.
შესასწავლად ყველაზე ძვირადღირებული ენა კორეული აღმოჩნდა. მის შესასწავლად 130 820 ევროს გადახდა იქნება საჭირო და ამ პროცესს 2200 საათი მაინც დასჭირდება. ძვირადღირებული ენების სიაშია ასევე – პოლონური, უკრაინული და გერმანული.