LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო დაეხმარება

151
unnamed

დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი განარტებით სახელმწიფოს მიზანია, დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პანდემიის პერიოდში დაკარგა შემოსავალი.

რაც შეეხება თვითდასაქმებულების საკითხს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულების იმ კატეგორიას, რომელიც იდენტიფიცირებადია ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სამსახურების საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფო ავტომატურად დაეხმარება.

„შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც არ ფიქსირდება ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურების მონაცემთა ბაზებში. ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები, თუმცა, ჰქონდათ შემოსავალი და მათ მიერ ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის. თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენას, ყოველთვის შეუძლიათ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ბენეფიციარები და მოითხოვონ მათი სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შესაბამისი ქულის მინიჭება. მათთვის ეს არხი ყოველთვის ღიაა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g