თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს, ისრაელში უკვე მეოთხე ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მოზარდი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
„დათის მორიგი ოპერაცია გაუკეთეს ახლა თავს კარგად გრძნობს“ , – ამბობს ოჯახის ახლობელი „ფორტუნასთან“.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.