LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „ჩემი სინდისის საზღვრებს სცდება მოცემულ ვითარებაში ლექციების ჩატარება – მაშინ, როცა მოძალადე ხელისუფლება ქუჩებში სტუდენტებს ასისხლიანებს და თავისუფლებას ართმევს, აუდიტორიაში ამბის თხრობაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ვერ ვილაპარაკებ“

167
დათო გორგილაძე

„ჩემს სტუდენტებს, ნათელი გონების, სწორ ადამიანებს უკვე შევატყობინე, რომ ჩემი სინდისისა და მორალის საზღვრებს სცდება მოცემულ ვითარებაში ლექციების ჩატარება“, – ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

„მაშინ, როცა მოძალადე, თვითმაქრვია ხელისუფლება ქუჩებში მათ თანატოლებს ასისხლიანებს, აპატიმრებს და თავისუფლებას ართმევს, მე აუდიტორიაში ამბის თხრობაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ვერ ვილაპარაკებ.

რადგანაც ვერცერთი პროფესიული უნარი და ჩვევა საკუთარი მნიშვნელობით ვერ მიუახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლების განცდას.“ – წერს დათო გორგილაძე.

მაკა ჩიჩუა პრემიერის განცხადებას ეხმაურება: „უფრო მაგრად ურტყით, უფრო გაიმეტეთ, უფრო სასტიკები იყავით და რა თქმა უნდა პრემიები ჩვენზეაო“

ჩემს სტუდენტებს, ნათელი გონების, სწორ ადამიანებს უკვე შევატყობინე, რომ ჩემი სინდისისა და მორალის საზღვრებს სცდება…

Posted by Dato Gorgiladze on Monday 2 December 2024
magti 5g