LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ლიკლიკაძე – თქვენზე ადრე გვქონდა „პარლამენტი“ და თქვენზე ადრე გვქონდა დედაქალაქის სტატუსი

553

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაზე სოციალურ ქსელში პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის გადაწყვეტილებას პასუხობს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

თქვენზე ადრე გვქონდა „პარლამენტი“ და თქვენზე ადრე გვქონდა დედაქალაქის სტატუსი, ვიდრე არაბთა ბატონობის ქვეშ იყავით და ქუთაისში გამეფებულმა კაცმა არ გაანთავისუფლა თბილისი. მას მერე ბევრი რამ მოხდა…
სწორედ ჩვენ ავიყვანეთ ქართული თეატრი ყველაზე დიდ სიმაღლეზე (საკმარისია ვახსენო მარჯანიშვილის მაშინდელი თეატრი, რომელიც ქუთაისის თეატრი იყო, ან ვერიკო ვახსენო, ან უშანგი ჩხეიძე);
სწორედ ჩვენ ავიყვანეთ ქართული მეცნიერება ყველაზე დიდ სიმაღლეზე (დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე);
სწორედ ჩვენ ავიყვანეთ ქართული პოეზია ყველაზე დიდ სიმაღლეზე (აკაკი,გალაკტიონი, მთელი ცისფერყანწელთა პლეადა);
სწორედ ჩვენ ავიყვანეთ ქართული საკომპოზიტორო სკოლა ყველაზე დიდ სიმაღლეზე (ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე)
სწორედ ჩვენ ავიყვანეთ ქართული სპორტი ყველაზე დიდ სიმაღლეზე (ქორქია, საკანდელიძე,მაია ჩიბურდანიძე)
სწორედ ჩვენ მივეცით ყველაზე დიდი ქართველები საქართველოს, ნიკო ნიკოლაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახით, რომელთაც მხოლოდ ილია თუ გაუტოლდება.
სწორედ ამ ქალაქიდან დაირწა ქართული კინოს აკვანი („აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში);
სწორედ ამ ქალაქიდან გამოგიგზავნეთ, ამ ქალაქშივე გამოგონებული „ლაღიძის წყლები“ (ახლა თბილისური კოლორიტი რომ ქვია და სწორადაც);
მოკლედ კი არაფერს გამადლით, ღმერთმა დამიფაროს, საკუთარ ქვეყანას არ ამადლიან, მით უფრო საკუთარ დედაქალაქს, მაგრამ ცოტა …. დავაყენოთ, როდესაც ქუთაისზე იტყვით: „რად უნდა ამ ქალაქს პარლამენტი”…

https://www.facebook.com/liklikadze/posts/10210348715913968

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები