LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის პარლამენტი საკონფერენციო ტურიზმის ცენტრი უნდა გახდეს – სალომე ზურაბიშვილი

118
პარლამენტი-2

პრეზიდენტიმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობისთვის ახალ დანიშნულებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საკონფერენციო ტურიზმის ცენტრი სწორედ ამ შენობაში უნდა განთავსდეს.

ზურაბიშვილის აზრით, ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურა და სასტუმროების ქსელი უკვე აკმაყოფილებს ასეთი ცენტრისთვის საჭირო მოთხოვნებს.

„ჩვენი ქვეყნის მიმართ, შექმნილი მაღალი ინტერესიდან და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საიმედო და სწრაფად გასავითარებელ მიმართულებას წარმოადგენს საკონფერენციო ტურიზმი. ამ კუთხით, ქუთაისში პრაქტიკულად უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი, კერძოდ, პარლამენტის ყოფილი შენობა. საკონფერენციო დანიშნულებისთვის, მას არ სჭირდება რადიკალური ცვლილება. ამავე დროს ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის და ქუთაისის ინფრასტრუქტურა – აეროპორტი, რკინიგზა და ავტობანი, უკვე აკმაყოფილებს ასეთი ცენტრისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას.

წყალტუბოს სასტუმროთა ცენტრი კი ბუნებრივად მიუერთდება ამ ახალ კომპლექსს და საინვესტიციო მიმზიდველობასაც შეიძენს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები