LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის პარლამენტის შენობა ხელისუფლებამ ვერაფერში გამოიყენა და გადაწყვიტა, დააკონსერვოს

221
QUTAISI

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა, რომელიც დღემდე გამოუყენებელია, ახლა საერთოდ დაკონსერვდება.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში ნივთების აღწერას ატარებენ.

ამის შემდეგ, ყველა ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს გაეგზავნება, ეს პროცესი კი საბოლოოდ შენობის დაკონსერვებით დასრულდება.

ირაკლი კობახიძე - პარლამენტი დაფუძნებული უნდა იყოს დედაქალაქში

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან პარლამენტი თბილისში გადმოვა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ერთი სასახლე ჰქონდეს და ის დედაქალაქში იყოს. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შსს-ს აკადემიის გადატანა მოხდეს. “დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას და საბოლოო ჯამში, ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. არგუმენტი არის […]

შეგახსენებთ, ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანას ხელისუფლების მხრიდან ის არგუმენტი ჰქონდა, რომ საბიუჯეტო ხარჯები შემცირდებოდა, თუმცა მას შემდეგ, არავის მოუსმენია, რამდენით შემცირდა პარლამენტარების ხარჯები ან რაში დაიხარჯა გამოთავისუფლებული თანხა.

თავდაპირველად ხელისუფლება იმასაც გპირდებოდა, რომ ქუთაისის 330 მილიონიანი შენობა გამოუყენებელი არ დარჩებოდა, მას შსს-ს გადასცემდა და იქ მომსახურების ცენტრი განთავსებოდა.

მთავრობა აქ დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის აშენებას გვპირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლების დაპირება ისევ დაპირებად დარჩა და ახლა შენობის დაკონსერვებას აპირებს. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები