LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მთავრობის და პარლამენტის წევრები ოჯახებთან ერთად – კადრები რუსთაველის გამზირიდან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

341
ოჯახის სიწმინდის დღე

წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები არიან შეკრებილები, მთავრობის და პარლამენტის წევრები მივიდნენ.

ტაძარში მივიდნენ პრემიერ-მინსიტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები. ტაძარში მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირიც.

ვიდეო: „მე და ჩემს მეუღლეს თუკი რამე გვაქვს ძვირფასი შექმნილი ეს არის ჩვენი დიდი ოჯახი… მე გული მწყდება, რადგან დღეს დასაცინი გახდა მაგალითად მრავალშვილიანობა, მშვიდობა, ღირსება ,ენა, მამული, სარწმუნოება“- ნინო ლაცაბიძე

ცნობისათვის, 17 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება. დაგეგმილი მსვლელობის გამო, დღეს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება იზღუდება.

„სწორედ ამ ფასეულობებს გვართმევენ დღეს… სწორედ ამის განადგურება სურთ, რადგან იციან, რომ ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”- დიმიტრი ხუნდაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

ფოტოები: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g