LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ტურაშვილი: „სამშობლოდან შორს ვარ და სამწუხაროდ, არ ვარ იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, მაგრამ მათი სიყვარულით სავსე გულების ხმა აქაც მესმის“

296
დათო ტურაშვილი

„არ ვარ საქართველოში და ვარ სამშობლოდან შორს და სამწუხაროდ, არ ვარ იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, მაგრამ მათი სიყვარულით სავსე გულების ხმა აქაც მესმის და მიხარია რომ თავისუფლება მათთვისაც ისეთივე ბედნიერებაა, როგორც იმ წინა თაობებისთვის, ვინც ამდენი იბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ“, – აცხადებს მწერალი დათო ტურაშვილი, რომლის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მიმართვა, გადაცემა „მე-17 სართულის“ ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება.

ნინო ხარატიშვილი: „ალა“ რუსულ კანონს არა – ა რ ა! ერთი წლის წინაც არა და ახლაც არა! არც მომავალ წელს არა! აღარასოდეს არა!“

„ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, გაცილებით ადრე დაიწყო და მეტიც – ჩვენი ქვეყნის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის თავგადასავალია და ეს თავგადასავალი მაშინვე დაიწყო, როცა საქართველო დაიბადა. საქართველო კი მანამ იარსებებს, სანამ თავისუფლება იქნება მთავარი მოსახვეჭელი ამ ქვეყნის ადამიანებისთვის და სანამ თავისუფლება ბედნიერებაა, საქართველოც მარადიული დღესასწაულია…” – აღნიშნულია დათო ტურაშვილის მიმართვაში.

"არ ვარ საქართველოში და ვარ სამშობლოდან შორს და სამწუხაროდ არ ვარ იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, მაგრამ მათი სიყვარულით…

Posted by მე-17 სართული on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024

ლუკა ნაჭყებია: „ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ იდექი“

„როცა გამოხვალ და შენს ხალხს დაპირდები, რომ ამ კანონს აღარასოდეს აღარ განიხილავ, აღარ უნდა განიხილო“- ანდრია გველესიანი

magti 5g