LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატოვებს თუ არა Atlasglobal საქართველოს – რას ამბობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში

103

დატოვებს თუ არა Atlasglobal საქართველოს?- ბოლო დღეებში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქული ავიაკომპანია ქართული ბაზრიდან გასვლას გეგმავს. ამ საკითხის გადასამოწმებლად, ”ფორტუნა” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოში განმარტეს, მათთვის ავიაკომპანიას განრიგის ცვლილების, ან ფრენების გაუქმების თაობაზე არ მოუმართავს.

”Atlasglobal-ს ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს. ასეთ რამეს რომ განიხილავდეს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოგვმართოს ფრენების გაუქმების თაობაზე. ამ ეტაპზე Atlasglobal-ს დამტკიცებული აქვს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ავიაკომპანიას განრიგის ცვლილების ან ფრენების გაუქმების თაობაზე არ მოუმართავს”, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, AtlasGlobal-ის საქართველოს წარმომადგენლობაში კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ავიაკომპანია განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g