LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატოვებს თუ არა კუხიანიძე თანამდებობას – უმრავლესობა ხვალ გადაწყვიტავს

221
80303105-2246722825620331-4668221450333716480-n

ერეკლე კუხიანიძის საკითხს ხვალ, უმრავლესობა გადაწყვეტს. ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ  გააკეთა. როგორც გიორგი ტყემალაძე ამბობს, თანაგუნდელის გადაყენებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

ტყემალაძე ასევე,  ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ერეკლე კუხიანიძემ გააკეთა.

„ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი.

ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვწტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ”, – აღნიშნა ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ მედიისთვის კომენტარი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დღეს, დილის 12 საათიდან საკრებულოსთან აქცია იმართებოდა, სადაც ალეკო ელისაშვილი, გიორგი ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი წევრები ითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის დაუყონებლივ გათავისუფლებას და საჯარო ბოდიშის მოხდას.

მოიხადოს ბოდიში და დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ – საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

მათი პროტესტის მიზეზი კუხიანიძის ის „ფეისბუქ პოსტია“, რომელიც დეპუტატმა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმთან დაკავშირებით დაწერა.  კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორები და “იდიოტები” უწოდა. როგორც საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა პირად გვერდზე დაწერა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, ნიშნავს, რომ “იდიოტები ან პროვოკატორები არიან”.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც”, – წერდა  კუხიანიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ტყემელაძისთვის  მსგავსი შინაარსის განცხადებები მიუღებელია.

ტყემალაძის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, რომელმაც განაცხადა,  რომ საკრებულოს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, რათა ერეკლე კუხიანიძეს დეპუტატის მანდატის დატოვება მოსთხოვონ.

“ერეკლე კუხიანიძემ გამოხატა პოზიცია, რომელიც მისაღები არ იყო არავისთვის. ეს დააფიქსირა ყველამ. პოლიტიკური დღის წესრიგის აგება იმაზე, ვინ არის მოსახსნელი და ა.შ — მოდით, ეს ადამიანი გამოვიხსნათ და მერე გავარჩიოთ დანარჩენი ყველაფერი“, – განაცხადა დავითულიანმა.

გარეწარი კუხიანიძე საკრებულოდან უნდა წაეთრეს – ალეკო ელისაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე

შეგახსენებთ, კრიტიკული შინაარსის პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწილისა, ოკუპირებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი მაინც არ გაათავისუფლა.

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები