LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დატოვონ საკუთარ თავთან ვაშაძე, ნუ მისცემენ ლეგიტიმაციას უაზრობას“ – ხვიჩია კოლეგებს მიმართავს

900
Untitled design (7)

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიციის მიერ დაწყებულ სამუშაო პროცესს  ეხმიანება.

საპარლამენტო ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს იწყებს

ხვიჩია ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, აღნიშნული პროცესიდან გამოვიდნენ და გიორგი ვაშაძე და მისი პარტია საკუთარ თავთან მარტო დატოვონ:

“სხვებსაც მოვუწოდებთ – გამოვიდნენ ამ პროცესიდან და დატოვონ გიორგი ვაშაძე და მისი პარტია მარტო საკუთარ თავთან.

არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებთ, რადგან თუ გვინდა რამე გამოვიდეს, შეთანხმება ერთობლივად უნდა შედგეს და ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ოპოზიციამ ცალკე პროცესების შექმნით ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას და მერე ოპოზიციას უნდა დაჰბრალდეს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა.

მე ეს არ მინდა და ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვინც იქ მონაწილეობს, ნუ მისცემენ ლეგიტიმაციას უაზრობას, დატოვონ საკუთარ თავთან ვაშაძე, მერე ვნახოთ აქეთ რა მოხდება, ზუსტად იმავეს გაკეთება შეიძლება მოგვიწიოს “ქართულ ოცნებასთან”, მაგრამ ჯერ უნდა ესწრებოდე, ყველაფერს აკეთებდე, რაც შენგან არის გასაკეთებელი და ადამიანებს უყვებოდე, იქ რასაც ხედავ”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციამ 25 ივნისს განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს იწყებდა და შეხვედრებს გამართავდა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, სამუშაო ჯგუფებში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g