LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძე მეორე კლიპის გადაღებას იწყებს – „უცნაური ამბავი მოხდა…“

49

დათუნა მგელაძემ ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი იმის შესახებ, რომ იანვრამდე თბილისშია და მზად არის, კონცერტებში მონაწილეობაზე შეთავაზებები მიიღოს. „ჩემო მეგობრებო და არამეგობრებო, მოგმართავთ კონცერტის ორგანიზატორებს, ახალ წელს მე ვარ საქართველოში, არ მივდივარ არსად, რამდენიმე ადამიანმა მითხრა, უი, ჩვენ მოსკოვში გვეგონეო, რომ აღარ ვეგონო არავის მოსკოვში ახალ წელს, მე აქ ვარ, მეტი რა გავაკეთო და ველი შემოთავაზებებს“.

როგორც დათუნასთან გავარკვიეთ, ამ სტატუსის შემდეგ უკვე მიიღო წინადადებები კონცერტში მონაწილეობაზე. როგორც თავად გვითხრა, ორგანიზატორებმა არ იციან, რომ საქართველოშია და ამ სტატუსის დაწერა სწორედ ამის გამო გახდა აუცილებელი. იანვრის მეორე ნახევარში დათუნა მოსკოვში გაემგზავრება, მაისში კი ისევ თბილისს დაუბრუნდება.

დათუნამ ასევე გადაიღო ახალი კლიპი ვაჟა ტუღუშის სიმღერაზე, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ შეურჩევია. ვიდეორგოლის დამონტაჟებამდე მხოლოდ ერთი აკდრის გადაღება დარჩა. კლიპზე რეჟისორი სერიოგა სპილბერგი მუშაობს. ვიდეო მალე იქნება მზად და დათუნა მის პრეზენტაციაზეც ფიქრობს, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.

დათუნა მგელაძე:

კვირას მეორე კლიპის გადაღებას ვიწყებ. ძალიან უცნაური ამბავი მოხდა. ჩემთან, ნოდიკო ტატიშვილსა და დათო ხუჯაძესთან მოვიდა ოთო ჭუმბურიძე, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ სამივე ჩვენგანს სრულიად უსასყიდლოს გადაგვიღებს კლიპებს. რასაკვირველია, დავთანხმდით. არ ვიცი, რა კრიტერიუმით აგვარჩია ჩვენ სამნი, მაგრამ ვიცი, რომ მისი გეგმები მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება. თავად ამოარჩია სიმღერები სამივეს რეპერტუარიდან.

ვიდეოში ჩემ გარდა 25-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, შინაარსს ჯერ ვერ გაგიმხელთ (იღიმის). სიმღერა ინგლისურენოვანია და ეკუთვნის დიჯეი Boryzz-ს (ბორიკო შხიანი) და მანუჩარ მანჯავიძეს. ეს არის დუეტი დიჯეისთან და რეალურად, ასეთი პროექტი საქართველოში არავის გაუკეთებია. უცხოეთში დიჯეისა და მომღერლის ბევრი თანამშრომლობა გვინახავს, მაგალითად, დევიდ გეტასი და რიანასი. საქართველოში ეს პირველი ასეთი თანამშრომლობაა და მინდა გითხრათ, რომ ბორიკო ისეთ კომპოზიციებს ქმნის, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს, ამაში დარწმუნებას მალე თავად შეძლებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები