ხვალიდან ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები ორი თვით ამოქმედდება. მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, სავაჭრო ცენტრებთან რიგები, ქუჩებში კი საცობები წარმოიშვა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ფოტო და ვიდეო, რომელიც დედაქალაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამჯერად ვრცელდება თუ რა ვითარებაა ტრანსპორტით გადაადგილებისას.
“დაუჯერებელი ამბავი ხდება ტრანსპორტში. ღია კარებით დადიან და შიგნით ჭყლეტაა” – წერს გიორგი ხუხია და ფოტოებსაც აქვეყნებს.