LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუჯერებელია!!“, „იქნებ ახლა მართლა დაიწყოს?“ – სიმონიანი და სკაბეევა კრემლზე თავდასხმას ეხმიანებიან

221
აფეთქება კრემლთან (1)

ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები კრემლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსული მხარე ამ ფაქტს პრეზიდენტ პუტინის მკვლელობის მცდელობად აფასებს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში უკვე ეხმიანებიან ქვეყნის პროპაგანდისტები.

პირველი ამ თემაზე ვიდეოს ოლგა სკაბეევა ავრცელებს: „დაუჯერებელია!!“, – წერს ჟურნალისტი.

ამავე თემაზე სტატუსს აქვეყნებს „რაშა თუდეის“ რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი. „იქნებ ახლა მართლა დაიწყოს?“ – წერს სიმონიანი  და აღნიშნავს, რომ მისი არხი საგანგებო რეჟიმზე გადადის.

კრემლი – კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g