LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება “წინდის დღე” მოეწყობა

207
161000909-3293688617399824-7594212848644237394-o

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება “წინდის დღე” მოეწყობა, რომლის ფარგლებში სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა -გაყიდვა გაიმართება.

გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ:

დადარი – ეკოლოგიურად სუფთა ხის ხელნაკეთი სათამაშოები, შპს იკორთა – ტიხრული მინანქრის სამკაულები და აქსესუარები, ნუკრიანის სახელოსნოები, სადაც ხელით იქმნება ქვილთის, თექის და ტექსტილის დეკორატიული და პრაქტიკული გამოყენების ნივთები და აქსესუარები. პოტერია – თეთრითი ხისგან დამზადებული ე.წ. უტილის სხვადასახვა სახის პროდუქტი; თეთრი თიხისგან დამზადებული მზა სასუვენირო პროდუქტი დაბეჭდილი გამოსახულებით. ჩუ – სამაგიდო თამაშები; 7R – სოციალური საწარმო, რომლის მიზანია გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების შემცირება. თერაპიის სახლი, რომელშიც 8 სახელოსნოა წარმოდგენილი და იქ დღეისათვის 50 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დასაქმებული.

გამოფენის მიზანია, სოციალური საწარმოების რეალიზაცია და ხელშეწყობა. “წინდის დღე” აკაკი ვასაძის 2ა-ში 11:00 დან – 18:00 მდე გაიმართება, დასწრება თავისუფალია. ღონისძიების პარტნიორია: მრავალპროფილური კლინიკა ,,ბიუთი მედი”, ,,სოციალურ საწარმოთა ალიანსი”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g