LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუნის სინდრომის მქონე პირებს ხშირად აღენიშნებათ ძილის აპნოე…გთხოვთ განმარტოთ მიზეზი, რატომ არ ფინანსდება პოლისონოგრაფია ჯანდაცვის პაკეტის ფარგლებში” – ნაცვლიშვილმა ჯანდაცვას წერილით მიმართა

149
ანა-ნაცვლიშვილი

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, არსებობს აუცილებელი სერვისი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართა.

„აქ უნდა იყოს ჩემი სურათი ფერადი წინდით, მაგრამ არ არის.

როგორც პარლამენტის წევრს, მეტი ვალდებულება მაქვს დაუნის სინდრომის მქონე პირთა და მათი ოჯახების წინაშე, ვიდრე მხოლოდ ცნობიერების ამაღლებაა.

დღეს მივმართე ჯანდაცვის მინისტრს საკითხზე, რომელიც ძალიან მტკივნეული და სიცოცხლისთვის საშიშია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის.

სახელმწიფო ამ საჭიროების სერვისს არ აფინანსებს.

პასუხს ასევე საჯაროდ გაგიზიარებთ.

უნდა მივაღწიოთ ცვლილებას”, – წერს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე 12 წელია, მსოფლიო 21 მარტს ჭრელი წინდებით ხვდება და ერთხმად აცხადებს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

2012 წლიდან, ყოველ 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

„დროა, ყველამ გამოიყვანოთ საკუთარი შვილი, ჩვენც ნამდვილი ადამიანები ვართ, არ დაითვალოთ ქრომოსომები“ – რა სჭირდებათ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, მშობლის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები