LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუნტონის სააბატოს“ ვარსკვლავი დაქორწინდა – მიშელ დოკერი „ემილია ვიკსტიდის“ ულამაზეს კაბაში ბრწყინავდა

170
მიშელ-დოკერი

ცნობილი სერიალის „დაუნტონის სააბატოს“ ვარსკვლავი, მსახიობი მიშელ დოკერი დაქორწინდა. მისი რჩეული პროდიუსერი ჯასპერ უოლერ ბრიჯია, რომელიც ცნობილი მსახიობის ფიბი უოლერ ბრიჯის ძმაა.

ცერემონიალი ლონდონის ერთ-ერთ ტაძარში ჩატარდა. დოკერის „ემილია ვიკსტიდის“ ულამაზესი საქორწინო კაბა ეცვა, რომელსაც Aspinal of London Florence-ის ჩანთა შეუხამა.

ჯვრისწერის ცერემონიალს „დაუნტონის სააბატოს“ მსახიობები თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. მათ შორი ლორა კალმაიკლი, რომელიც სერიალში მიშელ დოკერის გმირის, ლედი მერის დის როლს ასრულებს, მისი მეჯვარე გახდა.

ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ჯოან ფროგნანტი, ლილი ჯეიმსი, ჯულიან ფელოუზი, ჯიმ კარტერი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ მიშელ დოკერი და ჯასპერ უოლერ ბრიჯი 2019 წლიდან ერთად არიან.

„დაუნტონის სააბატოს“ ვარსკვლავები სრულმეტრაჟიან ფილმში ითამაშებენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები