მიმდინარე ზაფხულში, სტუდიები Focus Features და Carnival Films სერიალ „დაუნტონის სააბატოს“ მიხედვით სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ პროექტში თითქმის სრულად გამოჩნდებიან სერიალში მონაწილე ვარსკვლავები, მათ შორის – მეგი სმიტი, მიშელ დოკერი, ჰიუ ბონევილი და ა.შ.
სცენარს ფილმის შემქმნელი, ჯულიან ფელოუზი დაწერს, რეჟისორი კი ბრაიან პერსივალი იქნება, რომელმაც თავის დროზე სერიალის საპილოტე ვერსია გადაიღო. სიუჟეტის დეტალები ამ დროისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია.
სერიალი „დაუნტონის სააბატო“ ეთერში 6 სეზონის მანძილზე გადიოდა და ფენომენალური პოპულარობით სარგებლობდა – პროექტმა 3 „ოქროს გლობუსი“ და 15 „ემი“ მოიპოვა.