დაუშვებელია ფბ თი (და სერთოდ ნეტით) წამლების, თანაც სრულიად უვარგისის, რეკლამირება, რაღაც დოზებისა და სქემების მოწოდება,- ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ხოლო როდესაც ყველა ჯურის ანტივაქსერი, მათ შორის მოფაშისტო არარაობა შენი დამცველი და თანამოაზრეა, მინიმუმ უნდა დაფიქრდე.
“აზიტრომიცინი არ წარმოადგენს კოვიდ 19 ის ეფექტურ მკურნალობას“
https://www.cochrane.org/…/HAEMATOL_are-antibiotics…
გარკვევით წერია მტკიცებულებითი მედიცინის ყველაზე ავტორიტეტულ წყაროში!
თუ ინგლისური გაუგებარია, რუსულადაცაა იქვე”, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.