LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუსრულებელი მშენებლობები თბილისში – კომპანია “სვეტთან” პრეტენზიები აქვთ [ვიდეო]

სამშენებლო კომპანია “სვეტის” მომხმარებლები კომპანიას პრეტენზიებს უყენებენ და დაუსრულებელ მშენებლობებზე საუბრობენ. კომპანიის სათაო ოფისში მისულ მოქალაქეებს დღეს კარს დიდხანს არ უღებდნენ.

მოგვიანებით მათ “სვეტის” წარმომადგენელი, ბესიკ კვიჟინაძე, შეხვდა. თუმცა, შეხვედრიდან გამოსული მოქალაქეები საუბრით კმაყოფილნი არ დარჩნენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ კომპანია მათ კონკრეტულს არაფერს ჰპირდება.

მათი თქმით, ბლოკები, რომლის მშენებლობა 2 თვეში უნდა დასრულდეს, ჯერ არ დაწყებულა და კომპანიას მხოლოდ ავტოფარეხი აქვს აშენებული.

მოქალაქეების თქმით, კომპანიას თბილისის მერიისგან საცხოვრებელი კორპუსების ნაწილზე მშენებლობის ნებართვა არა აქვს. მათივე განცხადებით, აღნიშნული ბლოკის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

კომპანიის კლიენტების ნაწილი შიშობს, რომ თბილისში შესაძლოა, “ცენტრ-პოინტის” მსგავსი ახალი დავა დაიწყოს. ისინი საუბრობენ, რომ შესაძლოა, კოპანია პირამიდის პრინციპით მოქმედებს და საბოლოოდ მათი ბინებით დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, გადაწყდა, რომ  კომპანიის კლიენტებს დამფუძნებლებს შეახვედრებენ. თუმცა, დღეს კომპანიის წარმომადგენელს, ბესიკ კვიჟინაძეს, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა გამართა, კომენტარი არ გაუკეთებია.

კომპანიის და მოქალაქეების შეხევდრის დაწებამდე, კომპანიის წარმომადგენელმა, ბესიკ კვიჟინაძემ, “ფორტუნას” ჟურნალისტს გადაღებაში ხელი შეუშალა, გამოართა მობილური ტელეფონი და დაცვას მოუწოდა, მედიის წარმომადგენელი გარეთ გაეყვანა.

ბესიკ კვიჟინაძემ აღნიშნულის გამო ბოდიში შეხვედრის დასრულების შემდეგ მოიხადა.

 

თაკო ივანიაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g