“დაუყოვნებლივ განმუხტეთ შექმნილი ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაცვით, რათა დაიცვათ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ დრომდე მიაღწია.” – ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
ენ ლინდემ მოწოდება ცოტა ხნის წინ გაავრცელა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”:
“შეშფოთებით ვაკვირდები თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, ვიმეორებ ჩემს მოწოდებას და მივმართავ ყველა მხარეს – დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით, იმისათვის, რომ დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.” – წერია მიმართვაში.
დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ.