LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავანებოთ თავი „ქოციანობას“, „ნაციანობას“, იყავი ქართველი და მიიღე საჭირო გადაწყვეტილება, კვდება ეს ადამიანი“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

132
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გარდა, ასევე, იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები.

„მოიყვანონ როგორც უნდათ, რა ხერხითაც უნდათ, ეს იქნება ეტლი თუ საკაცე, თანახმაა მიხეილ სააკაშვილი, ანახვონ საზოგადოებას“ – სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

„ვთხოვ ყველას, გადამირჩინონ..“ – ვრცელდება გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის შვილების მიმართვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი. როგორც მან „ფორტუნას“ განუცხადა, დღეს მესამე პრეზიდენტი სიკვდილის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა საზოგადოების გაერთიანება მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად.

„ეს ადამიანი კვდება ხელისუფლებისგან ჩაკეტილ სივრცეში, ფაქტი სახეა და მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ეს ადამიანი სიკვდილის ზღვარზეა, დავანებოთ „ქოციანობას“, „ნაციანობას“ თავი, იყავი ქართველი და მიიღე სააჭირო გადაწყვეტილება, კვდება ეს ადამიანი, გადაიყვანონ ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში, იქ, სადაც შეძლებენ მის მკურნლობას“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას ითხოვენ. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მესამე პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უზრუნველყონ.

მიხეილ სააკაშვილი: მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g