მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ცენტრ „ვივამედიდან“ მიმართვას ავრცელებს.
წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს:
„მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს.
მადლობა ყველას! მიყვარხართ“, – აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსენებთ, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეს განიხილავენ. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ირაკლი ლომია აცხადებს, მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს და პროცესზე მისი გადაყვანა ნებისმიერი დამხმარე საშუალებით შეიძლება მოხდეს.
მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი