LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვთხოვ ყველას, გადამირჩინონ..“ – ვრცელდება გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის შვილების მიმართვა

820
BeFunky-collage

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები: დედა გიული ალასანია და შვილები, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.

როგორც გიული ალასანია ვიდეოში აღნიშნავს, მისი შვილი სიკვდილის პირასაა და მას დახმარება სჭირდება.

“კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილები არიან და არ იციან, რა ღონეს მიმართონ. ვთხოვ ყველას, გადამირჩინონ შვილი. მივმართავ ხელისუფლებას და ყველა არაგულგრილ ადამიანს. ვერ წარმომედგინა, რომ ეს მომენტი დადგებოდა. საზოგადოების სოლიდარობის იმედი მაქვს”, – საუბრობს გიული ალასანია.

ვიდეოს დასასრულს ჩანს სააკაშვილის ყველაზე პატარა შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მას ტელეფონზე ურეკავს და მალე დაბრუნებას სთხოვს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც ხვალ სააკაშვილის განიხილავს

დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, ჯერჯერობით, უცნობია.

ამავე თემაზე:

„მოიყვანონ როგორც უნდათ, რა ხერხითაც უნდათ, ეს იქნება ეტლი თუ საკაცე, თანახმაა მიხეილ სააკაშვილი, ანახვონ საზოგადოებას“ – სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო იმსჯელებს

“სააკაშვილი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს…ეს არავის ინტერესში არ არის” – დავითულიანი

მიხეილ სააკაშვილი: მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს

ეტლით, საკაცით, ნებისმიერი დამხმარე საშუალებით, სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს – ადვოკატი

 

 

magti 5g