საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, ჯერჯერობით, უცნობია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, რათა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახოს მისი რეალური მდგომარეობა.
„ძალიან მინდა ნახოთ, ყველას ჰგონია, რომ გადმოცემით რაღაც ვითარებას ვაბუქებთ. მიუხედავად იმისა, რომ მას ფიზიკურად არ შეუძლია გადაადგილება, მოიყვანონ [სააკაშვილი] როგორც უნდათ, რა ხერხითაც უნდათ, ეს იქნება ეტლი თუ საკაცე, თანახმაა მიხეილ სააკაშვილი და ანახვონ საზოგადოებას როგორ გამოიყურება“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით შეიკრიბებიან. როგორც პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, სამომავლო გეგმები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ამავე თემაზე:
ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მიმართვას ავრცელებენ
“სააკაშვილი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს…ეს არავის ინტერესში არ არის” – დავითულიანი