ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ნინო მუსერიძე გვიზიარებს, თუ როგორ დაესწრო თავისი პაციენტის მშობიარობას და კიდევ ერთხელ გაიზიარა ბედნიერება, რომელსაც მშობლები განიცდიან პატარას შეძენისას.
„დილა მშვიდობის, გუშინდელი ემოცია მინდა გაგიზიაროთ… განსაკუთრებული და ბედნიერი დღე მქონდა…
დავესწარი ჩემი ნუკის მშობიარობას და კიდევ ერთხელ განვიცადე ის საოცარი ემოცია, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაბადება ჰქვია. უდიდესი მადლობა გაგუას კლინიკას, საოცარი გუნდით, ბატონი დავითი უდიდესი პროფესიონალი, ისეთი მშვიდი, არასდროს არ შეგეშინდება არაფრის, როცა ის პალატაში შემოდის და მშობიარის გვერდშია, ნუკის და მისი ოჯახის ბედნიერება მთელი გულით გავიზიარე — ასეთი წუთები კიდევ ერთხელ მახსენებს, რატომ მიყვარს ასე ძალიან ჩემი პროფესია და ახალი სიცოცხლის დაბადება.
ცოტა დავაგვიანე დაბრუნება, მაგრამ დიდი ძალა და მოტივაცია მომცა ამ დღემ, სამსახურში კიდევ ორი ჩემი პაციენტი მოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მადლობა ეთქვა… და სინამდვილეში მადლობა მე მაქვს სათქმელი თქვენთვის.
მადლობა, რომ მენდობით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, ვიყო თქვენი ყველაზე დიდი ოცნებების, ბრძოლისა და საბოლოოდ — ბედნიერების ნაწილი.
თქვენი სიხარული ჩემთვისაც სიხარულია. თქვენი შვილების დაბადება კი ის უდიდესი საჩუქარია, რომელსაც ჩემი პროფესია ყოველდღე მჩუქნის, მადლობა თქვენ ამდენი სიხარულისთვის“.
