LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზაფხულში ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს – შეიძლება იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შვილოსნობის ფუნქციაზე…“ – ნინო მუსერიძე საზღვაო სეზონზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე

470
ნინო მუსერიძე

საზღვაო სეზონზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ ვიდეომიმართვში „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, ემბრიოლოგი, ონკოფერტილობის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო მუსერიძე საუბრობს.

მუსერიძე იმ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, რაომელსაც ქალების ნაწილი ზღვის სეზონზე უშვებს და რომელიც მისი თქმით, ხშირად ხდება ინფექციების გამომწვევი მიზეზი.

„ზაფხულში ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს, საათობით სველი საცურაო კოსტიუმით რჩებიან სანაპიროზე ან აუზზე. ასეთ დროს იზრდება ინფექციების განვიტარების რისკი, რაც დისკომფორტს და ანტებით პროცესებს შეიძლება უკავშირდებოდეს. მაგალითად ხშირია ვაგინალური, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ვაგიზოზი და ზოგჯერ საშარდე გზების ინფექციებიც. როგორ მივხვდეთ ამას? – ქავილი, წვა ან უჩვეულო გამონადენი, უსიამოვნო სუნი ან ხშირი შარდვის სურვილი – ეს ის ნიშნებია, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ასეთი ინფექციები ხშირად მეორდება ან არ ხდება მკურნალობა, დროთა განმავლობაში შეიძლება იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შვილოსნობის ფუნქციაზე…“ – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები